ქედაში 8 აგვისტო გმირის - ფრიდონ თურმანიძის საფლავთან გაიხსენეს
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრები უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე - 2008 წლის 10 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ ყელქცეულში 28 წლის ასაკში დაიღუპა. ქედის გამგეობის ორგანიზებით, ეროვნული გმირის პატივსაგები ცერემონია დღეს დაღუპული ჯარისკაცის საფლავთან გაიმართა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა და საზოგადოების წევრებმა საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ,,მეცხრე წელია ვიხსენებთ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს მომავალს. ეს არის დღე გლოვის და ამავდროულად ქართული ძალის შეუდრეკელობის, ქედმოუხრელობისა და სიმტკიცის დღე! ფრიდონი ჩვენი სიამაყეა!.. ვუთანაგრძნობ ყველა დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ. წელს დავიწყეთ საფლავთან მისასვლელი გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. უკვე სრულდება მილ-ხიდის მოწყობა და მომავალ წელს უკვე გზის ამ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაეგება, ვინაიდან ეროვნული გმირის საფლავს არაერთი სტუმარი მიაგებს წლის განმავლობაში პატივს" - აღნიშნა დავით დუმბაძემ. ცერემონიას საგალობლებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ავთენტური ჯგუფი ,,მოყვარე“ აფორმებდა. გმირის ოჯახს ყოველწლიურად აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3 000 ლარი, ხოლო ქედის გამგეობისგან 500 ლარი ერთჯერადად გადაეცემა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |