ქედაში, 2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
21 ნოემბერი 2023
ქედის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი 25 467 800 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2023 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 3 000 000 ლარით გაიზარდა.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები 123 200 ლარით გაიზარდა, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პროგრამები 1 859 800 ლარით გაიზარდა. ასევე, გაზრდილი ბიუჯეტით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროგრამები და პროექტები განხორციელდება, როგორიცაა: სპორტული ინფრასტრუქტურა, მეწყერსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა და აშ.
2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 21 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნით უბრუნებს მერს.
მერი შენიშნვებს საფინანსო სამსახურთან, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილავს და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს, არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს საკრებულოს, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტს კენჭს უყრის მორიგ სხდომაზე.
2024 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე პასუხობდა.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |