ქედაში 10 დამსახურებულ მოღვაწეს საპატიო წოდება მიანიჭეს
ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელმა საბჭომ, 6 - ,,საპატიო ქედელი", 3 - ,,დამსახურებული მოღვაწე" და 1 ,,ქედის საპატიო მოქალაქე" აირჩია.
,,საპატიო ქედელი“-ს წოდება მიენიჭათ:
- თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს - ალექსანდრე ბოლქვაძეს;
- ექიმს, პირველადი ჯანდაცვის ქედის განყოფილების უფროსს - შოთა შარაძეს;
- ექიმს, ბათუმის N1 პოლიკლინიკის დირექტორის - თენგიზ შერვაშიძეს;
- ქველმოქმედს, თურქეთში მოღვაწე ფილოლოგს (ჩვენებურებს ასწავლის ქართულ ენას) - მერი დიასამიძეს;
- ექიმს, მეან-გინეკოლოგს - რუსუდან აბულაძეს;
- მეღვინეს, ქედის ღვინის საწარმოს ტექნოლოგს - ზურაბ გათენაძეს;
,,საპატიო ქედის მოქალაქე“ წოდება მიენიჭა:
- ფოლკორისტს, ანსამბლ ,,ელესას" და ,,მოყვარეს" სიმღერების სანოტო წიგნის ავტორს - ნინო რაზმაძეს;
,,დამსახურებელი მოღვაწე“ წოდება მიენიჭათ:
- პოეტს, ლევან ანანიძეს;
- მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უხუცესი მოქმედი საბავშვო ბაღის აღმზრდელს - რუსუდან ავალიანს;
- ,,ხანდაზმულთა კლუბის“ თავმჯდომარეს -რეზო ბერიძეს.
პ.ს. კომისიამ იხელმძღვანელა ასევე, გასულ წელს შემოსული მოქალაქეთა, მრჩეველთა საბჭოებისა და ორგანიზაციების მიერ შემოსული ინიციატივებით.
სახალხო დღესასწაული ,,ქედელობა 2020" მიეძღვნა პანდემიასთან ბრძოლას.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |