პრიორიტეტების დოკუმენტი მოქალაქეების ჩართულობით მუშავდება
ქედის მერიამ მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა მოქალაქეთა ჩართულობით დაიწყო.
ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისთვის ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა, საჯარო შეხვედრები, ინტერაქტივი - ამ პროცესში მერიას ექსპერტულ დახმარებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები - კოკა კიღურაძე და ნინო ლოლაძე.
პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ბიუჯეტირების პროცესში და გულისხმობს თვითმმართველობაში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას. შესაბამისი კვლევებისა და კამპანიების წარმოების შემდგომ, ქედის მაგალითზე შეიქმნება საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო წიგნი, რომლითაც საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.
UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)“.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |