მთავარი სიახლეების არქივი

ნაგვის მართვის საინფორმაციო კამპანია დღეს ოფიციალურად გაიხსნა

,,ნარჩენების სწორი მართვით შევინარჩუნებთ ბუნებრივ გარემოს" - ეს სახელწოდება საინფორმაციო კამპანიას ქედაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შეურჩიეს, რომლის მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, უკანონო ნაგავსაყრელების აღმოფხვრა, დაბინძურებული კერების დასუფთავება და ბუნკერულ სისტემაზე გადასვლაა. დაბინძურებული კერების ფოტოკოლაჟი, თემატურად შერჩეული სიმღერები, ახალგაზრდების მესიჯები ნახატზე და ტრანსფარანტებზე, ნაგვის ურნებზე, ქუჩებში...- შევინარჩუნოთ სუფთა გარემო! - სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ ქედის გამგეობის ახალგაზრდობის ცენტრის ბენეფიციარები და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკიდან, სადაც პარალელურ რეჟიმში ქედის კომუნალურსერვისის მიერ დასუფთავების აქცია მიმდინარეობდა, სხვადასხვა სახის აქტივობები გამართეს. შთამბეჭდავი იყო ქედის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის ლაშა შავიშვილის მიერ პროექტში ,,green camp" გამოცდილების გაზიარება, რომლის ფარგლებშიც თანამოაზრეებმა გასულ წელს თანატოლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ფლაერები გამოსცეს. დღესვე ახალგაზრდებმა დაბის მაცხოვრებლებს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ გამოცემული საინფორმაციო ფლაერები კარდაკარის პრონციპით დაარიგეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?