მთავარი სიახლეების არქივი

მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე ითარგმნა

ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის - www.keda.ge -ს ინგლისურ ენოვანი ველის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ საიტის სტრუქტურას, მუშაობის პრინციპს, ახლადდანერგილ სიახლეების ველს, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს. ონლაინ პეტიციის დანერგვის შემდეგ, keda.ge ინგლისურ ენაზე ითარგმნა, რაც გვერდის უცხოენოვან მომხმარებლებს მისცემს საშუალებას გაეცნონ მათთვის ყვალა საჭირო ინფორმაციას დეტალურად. ეს იქნება - ტურიზმი და მოგზაურობა, ღირსშესანიშნავი ადგილები, ტურისტული გზამკვლევი, გეოგრაფია და ბუნება, ისტორია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც ვებ გვერდის ადმინისტრატორებმა აღნიშნეს, თვითმმართველობა ორიენტირებულია გააძლიეროს ვებპლატფორმა და გაზარდოს სერვისის ხარისხი, რისთვისაც ეტაპობრივად ქმედითი ღონისძიებები ტარდება. გვერდის პოპულარიზაციისთვის იგეგმება არაერთი პიარ აქტივობები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?