მთავარი სიახლეების არქივი

მუნიციპალიტეტის მერმა ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა

მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელმძღვანელი დავით თედორაძე, ქედის კომუნალურსერვისის ხელმძღვანელი სილოვან ბერიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე ისაუბრეს განვითარებული მეწყერის შედეგებზე. ამ დროისთვის, უკვე გახსნილია ცენტრალური საავტომობილო გზის 33 მიმართულება და შიდა-სასოფლო საუბნო გზების 35-მდე მიმართულება. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ასევე, მუშაობას აგრძელებს აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის ,,სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი“ კომისია, რომელმაც 8 ადმინისტრაციული ერთეული უკვე შეისწავლა.
მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?