მუნიციპალიტეტის მერმა ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა (EN)
12 February 2024მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ქედაში განვითარებული სტიქიის და მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელმძღვანელი დავით თედორაძე, ქედის კომუნალურსერვისის ხელმძღვანელი სილოვან ბერიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე ისაუბრეს განვითარებული მეწყერის შედეგებზე. ამ დროისთვის, უკვე გახსნილია ცენტრალური საავტომობილო გზის 33 მიმართულება და შიდა-სასოფლო საუბნო გზების 35-მდე მიმართულება. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ასევე, მუშაობას აგრძელებს აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის ,,სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი“ კომისია, რომელმაც 8 ადმინისტრაციული ერთეული უკვე შეისწავლა.
მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
News archive
2024
September
Sun | Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |