მთავარი სიახლეების არქივი

მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ზედა მახუნცეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, სოფელ ზედა მახუნცეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რევაზ ვარშანიძე და საკრებულოს მაჟორიტარი ლევან ვერძაძე ესწრებოდა. ზედა მახუნცეთში, გეოლოგიურმა სამსახურმა 13 ოჯახი შეისწავლა. ამ ეტაპზე, 3 ოჯახი დროებით გაყვანილია ქირით.

მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის მდგომარეობას და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, მოინახულა მეწყრული ლოკაციები.

აღსანიშნავია, რომ ქედაში რამდენიმე დღეა გეოლოგიური სამსახური სწავლობს მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს.

გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მზად, კომისია იმსჯელებს, დაითვლის ზარალს და თითოეულ მოქალაქეს გაეწევა შესაბამისი დახმარება.

ასევე, დასკვნით ეტაპზეა სოფლის ცენტრებთან მისასვლელი და შიდა საუბნო-სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?