მთავარი სიახლეების არქივი

მოსწავლეთა სპორტული თამაშები მაგიდის ჩოგბურთით დაიწყო

ამ წუთებში, ქედის სასპორტო სკოლაში, მოსწავლეთა სპორტული თამაშები მიმდინარეობს.

სპორტული თამაშები ქედაში მაგიდის ჩოგბურთით დაიწყო და საბაზო სკოლებს შორის გამარჯვებული გუნდები უკვე გამოვლინდა:

პირველ ადგილს მეძიბნის გუნდი დაეუფლა,

მეორე ადგილზე გავიდა კვაშტის არასრული საჯარო სკოლის ჩოგბურთელები,

ხოლო მესამე ადგილს ორცვის გუნდი დაჯერდა.

გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

საჯარო სკოლებს შორის კი:

პირველ ადგილს ტრადიციულად ვაიოს საჯარო სკოლა დაეუფლა;

მეორე ადგილს კი ოქტომბრის საჯარო სკოლის გუნდი;

მესამე ადგილის მფლობელი გახდა დაბა ქედის საჯარო სკოლა.

სპორტული თამაშები კიდევ ოთხ სახეობაში: ჭადრაკში, კალათბურთში, ფრენბურთსა და მინი - ფეხბურთში მომდევნო უქმეებზე გაიმართება.

მოსწავლეთა სპორტული თამაშები მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2 300 ლარია.

ღონისძიებას ორგანიზებას ქედის რესურსცენტრი უწევს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?