მოსწავლეთა სპორტული თამაშები აქტიურ ფაზაშია
25 აპრილი 2017
ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი , კალათბურთი, მინი ფეხბურთი - ეს ის სპორტის სახეობებია, რომელშიც ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან. 2017 წლის სპორტული თამაშები კვლავაც ქედის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 2 200 ლარია. პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვა სპორტულ სექტორებსა და ჯგუფებში, სპორტის მასობრივი და ინდივიდუალური სახეობების განვითარება, სპორტსმენთა გამოვლენა და ა.შ. შეჯიბრი ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში, რომელიც არჩილ ფარტენაძის სახელს ატარებს, 6 მაისიდან განახლდება. შეჯიბრებებს ორგანიზებას ქედის რესურსცენტრი უწევს.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |