მთავარი სიახლეების არქივი

მოსიაშვილებში სოფლის კრება გაიმართა

სოფელ მოსიაშვილების მოსახლეობის კოლექტიური წერილის საფუძველზე, ქედის თვითმმართველობის ორგანიზებით დღეს სოფლის კრება გაიმართა. დღის წესრიგით იმსჯელეს სოფლის სახელის ცვლილებასთან - სახელწოდების გორგიულით შეცვლასთან დაკავშირებით და სოფლის გაყოფის თაობაზე. კრებას გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, გამგეობის იურისტი სულიკო ჩხიკვაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე, საკრებულოს წევრი ამირან დევაძე და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თვითმმართველობის მოხელეებმა სოფლის მოსახლეობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასავლელი ეტაპები დეტალურად გააცნეს, აუხსნეს კომპეტენციები და საჭირო დოკუმენტაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დღესვე კრებაზე აირჩიეს საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ნოდარ ბერიძე უხელმძღვანელებს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?