მორიგი სასიამოვნო სიახლე ქედაში!
მალე ქედაში ახალი სერვისი - ,,ველოსიპედისტთა კლუბი" იფუნქციონირებს. ინიციატივა ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მშვიდობის კორპუსის მოხალისეს ეკუთვნის და მასში მონაწილეობას12-დან 17 წლამდე ასაკის ქედის საჯაროს კოლის მოსწავლეები ღებულობენ. პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური (თანამონაწილეობითი) მხარდაჭრით მიმდინარეობს და წინამოსამზადებელი ეტაპები უკვე აქტიურ ფაზაშია:ჯგუფებს უტარდებათ ტრენინგი - „როგორ დავატრენინგოთ ჩვენი თემი“, აწყობენ სახალისო და საინტერესო აქტივობებს, პრეზენტაციებს ტრენინგის დაგეგმვის შეასხებ და ა.შ. კლუბში ტრენინგების 8 სერია უკვე ჩატარდა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ჯანსაღ საკვებზე, ველოსიპედის უსაფრთხოდ ტარების შესახებ და ა.შ. რომლის დასრულების შემდეგ მინიმუმ 10 ველო-ექსკურსია მოეწყობა ქედის სხვადასხვა სოფლებში, სადაც კლუბის წევრები ჩაატარებენ მსგავს შეხვედრებს აღნიშნულ თემებზე. კლუბში 19 ახალგაზრდაა გაწევრიანებული. 12 ველოსიპედი, კლუბის წევრების მაისურები და აღჭურვილობა უკვე შეძენილია. ველო-მარათონის ოფიციალური გახსნა ქედაში ტურისტული სეზონის დაწყების დღეს - 15 მაისსაა დაგეგმილი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |