მთავარი სიახლეების არქივი

მორიგი გამჭვირვალე პროექტი - ქედაში ,სამოქალაქო ბიუჯეტი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია" პოლონურ მხარესთან ერთად ქედაში ახალი სერვისის - ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" დანერგვას მიმდინარე წლიდან გეგმავს. ქედის მუნიციპალიტეტი რეგიონში საპილოტეა. პროექტი ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესის გამჭვირვალობას, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას და მათი მოთხოვნების ბიუჯეტში მაქსიმალურად ასახვას. ერთობლივი ინიციატივის ირგვლივ პირველი სამუშაო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა, რომელსაც დავით დუმბაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე, ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი და პოლონეთიდან ურსულა მაჯესკა ესწრებოდნენ. მიმდინარე წლის მაისიდან ქედის თვითმმართველობა აქტიურად დაიწყებს პროექტის წინა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას. ამავე თვეში ჩაინიშნა მომდევნო სამუშაო შეხვედრაც. პროექტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?