მთავარი სიახლეების არქივი

მორიგი ასფალტირებული სოფელი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. გასულ წელს სოფელ აბუქეთის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარი პირველად მოეწყო, ამჯერად კი კანტაური-ტიბეთას საავტომობილო გზის კმ0+400-კმ1+000 მონაკვეთი დასრულდა. აღნიშნული გზით 80-მდე ოჯახი ისარგებლებს. დასრულებული პროექტი აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, მოადგილესთან რაულ ბერიძესთან, ქედის წარმომადგენლობასთან და მუნიციპალიტეტის პირველ პირთან დავით დუმბაძესთან ერთად დაათვალიერა. გარდა ამისა ერთ ხიდს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო კიუვეტები და დამცავი ზღუდარები. პროექტი დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი 223 300 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო 7“ ასრულებდა. #ქედა2017 #აჭარა2017 #გზები2017

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?