მყარი ნარჩენების მართვის თემაზე ქედაში სამუშაო შეხვედრა იმართება
პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის - ევროკავშირი საქართველოსთვის და ევროპის საბჭოს პროგრამის - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება" ფარგლებში, ამ წუთებში ქედაში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გზით, მყარი ნარჩენების მართვის ტექნიკური დახმარების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ევროსაბჭოს ექსპერტი, მოდერატორები, აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ჯამბულ ქიძინიძე, გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე, შპს ,,კომუნალურსერვისის" დირექტორი მალხაზ სურმანიძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე. შეხვედრის მიზანია: ქედაში მყარი ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობის შეფასება და განხილვა წინასწარი კვლევის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებთან.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |