მიმდინარე წლის 28 ივლის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი N01-06/11 სხდომა გაიმართა





ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში 2017 წლის 28 ივლისს გამართულ მორიგ №01-06/11 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს წევრების მხრიდან დადებითი გადაწყვეტილებით შეფასდა და აღნიშნულ იქნა, რომ დოლოგნის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფა არსებითად გაზრდის შემდგომში თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ხარისხს, ამ თვალსაზრისით იგი პირდაპირ გავლენას მოახდენს მართვის ოპტიმიზაციაზე.
მეორე საკითხად განხილულ იქნა ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული:
1. ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე;
2. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე;
3. ,,ქედის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე იმ გზების სიის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება”, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოებში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, ვადით, სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი გადადებულ იქნა უახლოეს სხდომაზე განსახილველად.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №87 განკარგულებაში ცვლილება - დამატების შეტანის თაობაზე წარმოდგენილი გამგებლის ინიციატივა, აღნიშნული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტში 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმდდება კიდევ ერთი ახალი ,,თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის” - პროგრამა.
საკრებულოს წევრების მიერ სხდომაზე ერთხმად მოწონებულ იქნა და დადებითად შეფასდა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2017 წლის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2017 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიში და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ, 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალში სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის შესრულების შესახებ ანგარიში.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |