მთავარი სიახლეების არქივი

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია

დღეს, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირიმა ,,ინტელექტმა" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებისათვის, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

აღნიშნული პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული არალეგალური მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებიათვის გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების, მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება; სოციალური მომსახურბეის სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ფროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვა; შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური პროექტების დაფინანსება.

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტი'', პროგრამას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში.

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?