მთავარი სიახლეების არქივი

მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გაფართოვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გაფართოვდა და დღეიდან 10 წევრის ნაცვლად, 14 წევრი შეუდგება საქმიანობას.

საბჭოში გარდა ადმინისტრაციული ერთეულებიდან დასახელებული კანდიდატურებისა, წარმოდგენილი იქნება თითო წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან, ახალგაზრდული ცენტრიდან და გენდერული თანასწორობის მრჩეველთა საბჭოდან. ცვლილებები შევიდა ასევე საბჭოს დებულებაშიც.

მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებისა და ეფექტური მექანიზმების შექმნის მიზნით, ცვლილებებს ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება" ფარგლებში, რისთვისაც ქედის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კოორდინატორებს.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა და მისი მიზანია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობის და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.

ბრძანება

დანართი

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?