მთავარი სიახლეების არქივი

მერის პირველი მოადგილე პრობლემური ობიექტების მონიტორინგს აგრძელებს

მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრობლემური ობიექტების მონიტორინგს აგრძელებს.

მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურთან ერთად, განმეორებით შეისწავლა ბალაძეები-მოსიაშვილების დამაკავშირებელი შიდა ალტერნატიული საავტომობილო გზა, რომელიც მეწყრული პროცესების შედეგად სავალი ნაწილი თითქმის წაღებულია. ვინაიდან, გზის აღდგენისთვის კერძო მესაკუთრეთა მიწის სავარგულების გამოყენება გახდა აუცილებელი, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ყველა შესაძლო ალტერნატიული გზები.

გარდა ამისა, მონიტორინგი გაუწია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს:

პირველ მაისში დვალიძეების უბანში საავტომობილო გზაზე გაბიონის მოწყობა;

მეძიბნაში საყრდენი კედლისა და გაბიონის მოწყობა;

კუჭულაში გაბიონის მშენებლობა;

ახოში, ძირვენახის უბანში არხის მოწყობა;

გულებში საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

ქედის თვითთმართველობა აქტიურ რეჟიმში მუშაობს პრობლემური ობიექტების გამოსავლენად და არაკეთილსინდისიერი ფირმებთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?