მთავარი სიახლეების არქივი

მერიამ ახალი ავტობუსი შეიძინა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი შეიძინა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსი 47 მგზავრზეა გათვლილი.

მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უახლოეს პერიოდში ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს.

ავტობუსი ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება და მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერები, შშმ პირები და სტუდენტები შეღავათებით ისარგებლებენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?