,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან
21 მარტი 2018
დღეს, ქედის კულტურის ცენტრში მერიის ორგანიზებით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან" გაიმართა. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ: მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები. ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით გამოიჩეოდა: სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა; მოლბერტზე ხატვა; სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების კონცერტი; ფერადი წინდების აქცია; ღონისძიების გზავნილი (ფოტო ფერადი წინდებით).