მთავარი სიახლეების არქივი

მარტოხელა ხანდაზმულებს საახალწლო სასურსათე კალათები გადაეცათ

მარტოხელა ხანდაზმულებს მოხალისეებმა დამდეგი შობა ახალი წელი სასურსათე კალათებით მიულოცეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის (NAF) -ის ორგანიზებით, შინ მოვლის პროგრამის ბენეფიციარებს ტრადიციულად, საახალწლო სუფრისთვის სასურსათე კალათები გადაეცათ.

მოხალისეებმა ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 მარტოხელა, ასაკოვან მოქალაქეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს და წინასაახალწლო საჩუქრები გადასცეს.

პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ - სამარიტერ - ბუნდის (ASB) საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით 2016 წელს დაინერგა და დახმარების ეროვნული ფონდი, ქედის ადგილობრივ თვითმმართველობასთან პარტნიორობით დღემდე ახორციელებს.

პროექტის მიზანია ერთად შევცვალოთ ხანდაზმულთა ცხოვრება უკეთესობისკენ და იქცეს თითოეული მათგანი თავდაჯერებულ, საზოგადოების ღირსეულ წევრად.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?