მახუნცეთისა და ქედის პარკებს მალე თანამედროვე ტიპის ღია სცენები დაამშვენებს


ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება მახუნცეთისა და დაბა ქედის, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკებში, სადაც 150 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე ტიპის ღია სცენები მოეწყობა. ორივე ლოკაცია ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილებია, სადაც სცენების არ ქონის გამო, კულტურული ღონისძიებები ინტენსიურად ვერ იმართებოდა. ტურისტებისთვის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების გაცნობისა და მათთვის კიდევ ერთი ახალი სერვისის შეთავაზების კუთხით, გამგეობამ პროექტები ჯერ კიდევ გასულ წელს 8 000 ლარად შპს ,,ARCH-STYLE"-ს დაუკვეთა. სტანდარტების გათვალისწინებით, ადაფტირებული ღია სცენების მშენებლობისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460 000 ლარია გათვალისწინებული. მახუნცეთში უკვე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ახალშენი" ახორციელებს, ხოლო დაბა ქედაში გამარჯვებული ფირმა უახლოეს დღეებში გამოვლინდება. შემოდგომისთვის ქედაში ორივე ახალ სცენაზე კონცერტების კვირეულებია ჩანიშნული.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |