მთავარი სიახლეების არქივი

კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურს 4 ვაკანტურ პოზიციაზე:

1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;
2. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში;
3. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
4. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში.


საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით
კონკურსი ჩატარდება შემდეგი პირობებით:

,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ ამდებობებზე კონკურსის ჩატარების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 ივნისის №1073 ბრძანების შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ჩატარდეს II ეტაპად: I-განცხადების გადარჩევა; II- გასაუბრება (ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 7 დეკემბრის N1093 ბრძანებით დამტკიცებულ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში).

კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტებისათვის საბუთების მიღების ვადა განისაზღვროს კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღით. საბუთების მიღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით: www.hr.gov.ge.

ქედის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართად განისაზღვროს: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.№3, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მესამე სართული.

განცხადების გადარჩევა განხორციელდეს საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.

კანდიდატის განაცხადი არ განიხილება და მოიხსნება კონკურსიდან, თუკი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინიტრირებად ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) არასრულყოფილად ატვირთავს სავალდებულოდ ასატვირთ დოკუმენტს, კერძოდ:

- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენეტების ასლები;
- უმაღლესი განათლებისა/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

კონკურსის პირველ ეტაპზე სრულყოფილად წარმოდგენილი განცხადებების გადარჩევა მოხდება ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 7 დეკემბრის N1093 ბრძანებით დამტკიცებულ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის უფლება მიეცემათ მხოლოდ იმ კონკურსანტებს, რომლებიც კონკურსის I ეტაპის განცხადების გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.

კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდეს 2017 წლის 15 ივნისამდე ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.№3.

გასაუბრების ეტაპზე თითოეული კონკურსანტი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებად ვებგვერდზე www.hr.gov.ge-ზე საჯარო კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებული (დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) მოთხოვნების შესაბამისად შეფასდება 10 ბალიანი ქულათა სისტემით. კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შესაფასებლად გამოიყენება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 ოქტომბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2.

გასაუბრების ეტაპზე თითოეული კონკურსანტის საბოლოო შეფასების მისაღებად კომისიის წევრთა მიერ კანდიდატისათვის დაწერილი ქულები შეჯამდება, გაიყოფა იმ რიცხვზე, რამდენი კომისიის წევრიც აფასებს კონკრეტულ კანდიდატს (საშუალო არითმეტიკული ქულა) და გამოანგარიშდება მიღებული ქულის მეათედი ნაწილით.

კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დადებით შედეგად ჩაითვლება არანაკლებ 5.1 ქულის მიღება, კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 5.1 ქულაზე ნაკლებს, მიიღებს შეფასებას ,,ვერ გადალახა“. იმ შემთხვევაში, თუ მესამე ეტაპზე-გასაუბრებაზე კონკრეტულ ვაკანსიაზე ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს დაწესებულ მინიმალურ ბარიერს, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება.

კონკურსის საბოლოო შედეგების მიხედვით გამარჯვებულად გამოვლინდება ის კონკურსანტი, რომელიც კონკურსის მონაწილეთა შორის დააგროვებს უმაღლეს საერთო ქულას.

ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსანტთა მიერ თანაბარი უმაღლესი საერთო ქულის დაგროვების შემთხვევაში, გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება კომისიის წევრების ღია კენჭისყრით. გამარჯვებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კომისიის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობას. კომისიის წევრების ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.

კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.keda.ge და კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?