კონკურსი ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება
ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს: ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელსშეუწყობს თანაბარი/თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.
კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები: ა) სოფლის მეურნეობა: ა.ა) მემცენარეობა, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების მოწყობა, არსებულის აღდგენა-განახლება: ნერგების შეძენა, სარწყავი სისტემის შესყიდვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა; ბ) მეცხოველეობა: ბ.ა) მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა; გ) სოფლად ტურიზმის განვითარება; დ) კულინარია; ე) ხელოვნება და ხელსაქმე.
1. კონკურისის მონაწილე შეიძლება იყოს: ფიზიკური პირ (ებ)ი - ასვე პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად (სრულწლოვანი - 18 წელს მიღწეული), ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი. 3. კონკურსში ჩართვის მიზნით ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა, ხოლო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე. პროექტის არსია ხელიშეუწოს მცირედი და დამწყები ბიზნესის განვითარებას, თითოეულ პროექტზე, თანადაფინანსების (სუბსიდირება) მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, მაქსიმალური - 4500 ლარს, რაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს - 80%-ია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - არანაკლებ - 20%. 3. თანადაფინასებათ ჩაითველბა მხოლოდ თანხობრივი მონაწილეობა.
2. პროექტი არ უნდა ეხებოდეს სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოების მიმართულებებს, რელიგიურ საკითხებს, პროექტის განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის ანაზღაურების მიღებას.
ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ: ლინკზე განაცხადი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა ამ წლის 30 მაისი, 18:00 სთ.
განცხადების შემოტანის წესი: ქედის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი“ ელფოსტაზე მოწოდება: kedawomensroom@gmail.com
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:
https://www.facebook.com/profile.php?id=100075460705951
ტელეფონი: 599 32 64 00
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |