კონკურსებისა და ოლიმპიადების ფინალისტი მოსწავლეები დააჯილდოვეს
ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან საგნობრივი ოლიმპიადებისა და კონკურსების ფინალისტი 17 მონაწილე და 3 გუნდი, დღეს აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ და ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა სიგელებით დააჯილდოვეს. ცერემონიალს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ესწრებოდა ,,მიხარია, რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების კონკურსში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში - დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდმა ,,აისმა" პირველი ადგილი მოიპოვა, დღეს კი ქედის 9 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან წარმოდგენილნი, რომლებიც ფინალურ ეტაპამდე სხვადასხვა საგანში მონაწილეობდნენ და ისინი აუცილებლად ამ გამოცდილების ხარჯზე მჯერა მომავალ წელს საპრიზო ადგილებს დაეუფლებიან. მე ვარ ბედნიერი, რომ ასეთი ჯანსაღი თაობა იზრდება ჩვენთან, რომელთათვისაც სწავლა და განათლება უპირველესია" - აღნიშნა გამგებელმა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |