მთავარი სიახლეების არქივი

#კარგიმაგალითიგადამდებია!

მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში გამოცხადებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ქედის თვითმმართველობა მონაწილეობს.

2017-2018 საკონკურსო წლისთვის 3 თემა შეირჩა - გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მოქალაქეთა ჩართულობა. სწორედ, ეს უკანასკნელი თემა იქნა წარდგენილი ქედიდან.

წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტებს შეაფასებს.

კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.

19 დეკემბერსვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“. კონფერენციის დასასრულს დაგეგმილია საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.


შედეგად, საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) დაჯილდოვდება, გახდება ხილვადი და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით.

N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?