მთავარი სიახლეების არქივი

,,ინტელექტის დღე 2018"

პროექტი ,,ინტელექტის დღე 2018" საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატით გაიმართა ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?"

პროექტში ქედის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო. მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით, პირველი ეტაპი მუნიციპალიტეტში გაიმართა. 16 გუნდს შორის პირველი ადგილი უჩხითის საჯარო სკოლამ მოიპოვა, რომელიც ფინალურ ტურნირში (73 მუნიციპალური ჩემპიონის მონაწილეობით) 13 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო “Hualing Tbilisi”-ში გაემგზავრა.

პროექტის მიზანია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მოსწავლე-ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

ქედელი ახალგაზრდების მონაწილეობის ხარჯები ქედის მერიამ გაიღო.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?