მთავარი სიახლეების არქივი

ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა მერისში დღეს პირველად ამოქმედდა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალგაზრდების მორიგი ინიციატივა დააფინანსა. უპრეცენდენტო პროგრამა - ინგლისურ ენოვანი საზაფხულო სკოლა მერისში დღეს ოფიაციალურად ამოქმედდა. მოსწავლეებს სკოლის გახსნა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მიულოცა და არაჩვეულებრივი ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა. ,,მადლობა ქედის რესურსცენტრს, რომ ორგანიზებულად, მაღალკვალიფიციურად მიუდგა საკითხს და საზაფხულო სკოლა ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა დღეს. მე იმედი მაქვს, რომ სკოლა დადებს იმ შედეგს, რა მიზნითაც შეიქმნა. მეტიც, ქედელ მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ალბათობით იმისი შანსი, რომ გაცვლით პროგრამებში წარმატებით მიიღონ მონაწილეობას. უპიეველესად მადლობა ამერიკელ მოხალისეებს, ინგლისურ ენოვან პედაგოგებს. წარმატებულ კვირას გისურვებთ" - აღნიშნა დავით დუმბაძემ. სკოლა 2 ივლისის ჩათვლით მერისის, ფრიდონ თურმანიძის სახელობის საჯარო სკოლასთან არსებულ პანსიონის ბაზაზე იფუნქციონირებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინგლისური ენის სალაპარაკო და წერითი უნარების განვითარებას, მოსწავლეთა დამეგობრებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და ა.შ. პროგრამაში მონაწილეობას ქედის 23 საჯარო სკოლის მე-7-მე-12 კლასების 37 მოსწავლე ღებულობს. საგაკვეთილო პროცესებს კი 6 ინგლისური ენის მასწავლებელი და საქართველოს მშვიდობის კორპუსის 7 ამერიკელი მოხალისე წარმართავს. როგორც რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა აღნიშნა, კვირის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი, სკოლა უმასპინძლებს არაერთ მნიშვნელოვან სტუმარს, რომელიც მოსწავლეთა ცნობიერების თვალსაწიერს უფრო გააფართოებს და ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. საზაფხულო სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 681 ლარით დაფინანსდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?