მთავარი სიახლეების არქივი

ინგლისურენოვანი ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის

ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი მოეწყობა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის, მამია გვარიშვილის ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ინტერნატის შენობაში მოეწყობა და ერთი კვირის განმავლობაში ბანაკში 50 მოსწავლე დაისვენებს. ბანაკის მოსაწყობად საორგანიზაციო საქმეებს ქედის რესურსცენტრი უზრუნველყოფს, ინგლისურენოვან პედაგოგებსაც რესურსცენტრი მოიწვევს. რაც შეეხება დაფინასებას, ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 681 ლარი გამოყო. თანხის ძირითადი ნაწილი მოსწავლეთა ტრანსპორტირებასა და კვებას მოხმარდება. მოსწავლეთა ერთკვირიანი საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ელექტრონული შესყიდვა უკვე განახორციელა. ამ მომსახურების გასაწევად ქედის გამგეობამ ტენდერი 4 681 ლარზე 12 ივნისს გამოაცხადა, ტენდერი 16 ივნისს დასრულდა და მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შ.პ.ს „ჯიჯო 13“ – მა მიიღო, 3 965 ლარით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?