მთავარი სიახლეების არქივი

ინგა შამილიშვილი მერისის საზაფხულო სკოლას სტუმრობდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, პირველ მოადგილესთან სულიკო თებიძესთან ერთად, დღეს მერისის ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლას სტუმრობდა. მოსწავლეებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა მინისტრისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხი მიეღოთ. შეხვედრას გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე ესწრებოდა, რომელიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო საგაკვეთილო პროცესებს, დაგეგმილ აქტივობებს და ბანაკის წევრების შთაბეჭდილებებს. სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ქედის გამგეობას ფინანსური მხარდაჭერისთვის და ქედის რესურსცენტრს არაჩვეულებრივი იდეის გენერირებისთვის, რომელის პროგრამაში შეტანას სამინისტრო უკვე მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ინგა შამილიშვილმა აღნიშნა, სკოლის ბაზაზე ეს პირველი საზაფხულო სკოლაა, რომელიც ნამდვილად წარმატებით შედგა. მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს და ამავე სკოლის ბაზაზე, უფრო ფართო მასშტაბიანი საზაფხულო სკოლის გახსნა დააანონსა, რომელშიც მონაწილეობა მთლიანად რეგიონის მოსწავლეებს შეეძლებათ. ასევე უცხოელ თანატოლებს, რომელთა მონაწილეობა უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის სკოლის კვირეულს. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, თავის მხვრივ მჭიდრო თანამშრომლობა და პროგრამის გაგრძელება აღუთქვა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?