ინფორმაცია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით (ვრცლად)
19 დეკემბერი 2016
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.
- ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებული 30 განცხადების გადარჩევის შემდეგ, კომისიის მიერ ყოველ კონკრეტულ პრეტენდენტზე მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება (თანდართული №2 დანართი).
- იმ კანდიდატებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადების გადარჩევა ვერ გადალახეს კონკრეტულ ვაკანსიაზე და კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებული არ იქნენ, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით, არაუგვიანეს 16 სექტემბრისა. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, მხოლოდ წერილობითი ფორმით, გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ-სასამართლოში, ან არ გამოიყენონ საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
- გასაუბრების ეტაპზე თითოეული კონკურსანტი, შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებად ვებგვერდზე www.hr.gov.ge-ზე საჯარო კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად შეფასდება 10 ბალიანი ქულათა სისტემით.
- გასაუბრების დროს კონკურსანტის შეფასებისას კომისია ვალდებულია გამოიყენოს ,,ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 ოქტომბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2.
- მეორე ეტაპზე (გასაუბრება) თითოეული კონკურსანტის საბოლოო შეფასების მისაღებად კომისიის წევრთა მიერ კანდიდატისათვის დაწერილი ქულები შეჯამდება, გაიყოფა იმ რიცხვზე, რამდენი კომისიის წევრიც აფასებს კონკრეტულ კანდიდატს (საშუალო არითმეტიკული ქულა) და გამოანგარიშდება მიღებული ქულის მეათედი ნაწილით.
- კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დადებით შედეგად ჩაითვლება არანაკლებ 5.1 ქულის მიღება, კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 5.1 ქულაზე ნაკლებს, მიიღებს შეფასებას ,,ვერ გადალახა“. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ეტაპზე-გასაუბრებაზე კონკრეტულ ვაკანსიაზე ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს დაწესებულ მინიმალურ ბარიერს, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება.
- კონკურსის საბოლოო შედეგების მიხედვით გამარჯვებულად გამოვლინდება ის კონკურსანტი, რომელიც კონკურსის მონაწილეთა შორის დააგროვებს უმაღლეს საერთო ქულას.
- ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსანტთა მიერ თანაბარი უმაღლესი საერთო ქულის დაგროვების შემთხვევაში, გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება კომისიის წევრების ღია კენჭისყრით. გამარჯვებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კომისიის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობას. კომისიის წევრების ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. გადაწყვეტილების მიღებისას, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.
- კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრება) ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ www.hr.gov.ge-ზე ვაკანსიასთან დაკავშირებით აპლიკაციაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |