მთავარი სიახლეების არქივი

ღონისძიებაზე ტრადიციულად საპატიო ქედელები დაჯილდოვდნენ

ტრადიციულ ღონისძიებაზე საპატიო ქედელის დასახელებას, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. სხვადასხვა ნომინაციაში წელს სულ 8 მოქალაქე დაჯილდოვდა.

აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ - ,,ღვაწლმოსილი ქედელი"-ს წოდებით ექიმი -თერაპევტი მემედ შანიძე დააჯილდოვა.

აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ - ასევე ,,ღვაწლმოსილი ქედელი"-ს წოდებით დააჯილდოვა ექიმი - მარინა ანანიძე, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ იმყოფებოდა ცერემონიაზე, ამიტომ სიგელი მამას - შოთა ანანიძეს გადაეცა.

,,ღვაწლმოსილი ქედელი"-ს წოდება მიენიჭა - 80 წლის მოქმედ პედაგოგს მერი გორგილაძეს, რომელსაც სპეციალური სიგელი საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქედა, შუახევისა და ხულოს დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ გადასცა.

,,საპატიო ქედის მოქალაქის" წოდება მიენიჭა - მაგიდის ჩოგბურთის მწვრთნელს, გიორგი სარხაიანს, რომელიც აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ დააჯილდოვა.

ხოლო წელს ,,საპატიო ქედელი"-ს წოდება მიენიჭა აგრონომს, გიორგი ბერიძეს. საპატიო ქედელი აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ დააჯილდოვა.

წელს ნომინაციებს შეემატა ,,კოლორიტი"'-ს წოდებები, რომელიც წილად ხვდათ იუმორით განთქმულ ქედელებს - კუკური გოგიტიძესა და ოთარ დავითაძეს. ისინი აჭარის ა რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ დააჯილდოვეს.

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მადლობის სიგელი გადასცა ნოტარიუსს ქეთევან ტყეშელაშვილს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?