მთავარი სიახლეების არქივი

გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში ქედის წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ

,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში, დღეს დუშეთის, თიანეთისა და თელავის გამგეობების წარმომადგენლები გაცვლითი ვიზიტით ქედაში იმყოფებოდნენ და პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს ეცნობოდნენ. სტუმრებს გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ უმასპინძლეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს. ისაუბრეს ,,ოქსფამის", ,,ბრიჯინოვაცია და განვითარებისა" და ,,შავი ზღვის ეკო აკადემიის" თანამონაწილეობით განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც შემდეგ პროგრამულად ადგილობრივ ბიუჯეტში გაიწერა. გაიზიარეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები და ა შ. დღის ბოლოს, ზღვის დონიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში - ხარაულაში მოინახულეს ქედის გამგეობის ბოლო პერიოდის ყველაზე ინოვაციური და წარმატებული ნაბიჯი - სპეცავტომობილისა და ნაგვის ურნების შეძენა, სოფლად განთავსება და მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად ყველა სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. ასევე ადგილობრივებისა და საჯარო მოხელეების მიერ გამართული დასუფთავების აქცია სახელწოდებით ,,სუფთა სოფელი" და ,,ეკო კლუბის" წევრების მიერ ნაგვის მართვის ცნობიერების ამაღლების კამპანია. სტუმრებმა განსაკუთრებული მოწონება არასამთავრობო სექტორთან ქედის თვითმმართველობის მჭიდრო და ნაყოფიერ მუშაობაზე გამოხატეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?