მთავარი სიახლეების არქივი

გამგებლის ანგარიში დღეს მერისის მოსახლეობამ მოისმინა

დავით დუმბაძემ დღეს გაწეული საქმიანობის ანგარიში მერისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას წარუდგინა. ისაუბრა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე და ადგილობრივებთან ერთადვე დაგეგმა სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ,,მერისი გამორჩეული ხეობაა არამარტო ქედისთვის, არამედ რეგიონისთვის. უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ჩვენც დიდი ამბიცია გვაქვს ამ კუთხით. წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით" - განაცხადა ხალხთან შეხვედრისას მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა. საბავშვო ბაღის რემონტი, 16 მეწყერსაწინააღმდეგო ღნისძიება, ხიდების მშენებლობა, ავტომობილი მერისის ამბულატორიას და ა.შ - ეს გასული წლის სიკეთეებია, რითაც ადგილობრივებმა კმაყოფილება გამოთქვეს. წელს კი ერთად დაგეგმეს თემის ცენტრში გარე განათების მოწყობა, უსახური შენობის დემონტაჟი, სანიაღვრე არხებისა და წყლის სველი წერტილების მოწყობა, მოსაცდელების რემონტი. სოფელ სიხალიძეებში საყრდენი კედლის მოწყობა, სოფელ გარეტყეში დაწყებითი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოწყობა, სანიაღვრე არხის გაკეთება. სოფელ მერისის ცენტრში დეკორატიული ღობის გაკეთება, საცალფეხო ბილიკის მოწყობა და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან თურმანიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რეზო თურმანიძე.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?