მთავარი სიახლეების არქივი

გამგებელმა მედიისა და ენჯეოს წარმომადგენლებს ანგირიში წარუდგინა

ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ, დღეს მეორედ წარადგინა 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ამჯერად მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. ტელეკომპანია ,,აჭარა", ,,25-ე არხი", გაზეთი ,,ბათუმელები", ორგანიზაცია ,,შავი ზღვის ეკო აკადემია",,ინტელექტი", ,,სამართლიანი არჩევნები" - მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან გასული წლის მიღწევებსა და თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ სიკეთეებს, პრეზენტაციის ფორმატში ეცნობოდნენ. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რას მიიჩნევდა განხორციელებულ პროექტთაგან ყველაზე წარმატებულად, ან იყო თუ არა შეუსრულებელი დაპირება, დავით დუმბაძემ უპასუხა: ,,არჩევიდან მეოთხე წელს შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩემი ყველა დაპირება შესრულებულია. დარჩენილია გაზიფიცირების საკითხი, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ორიენტრებული მოქალაქის კეთილდღეობაზე, ამიტომ ყოველთვის იყო პრიორიტეტი სოციალური პროექტები და პროგრამები. მეამაყება ბაღების ქსელის 2-ჯერ გაფართოება, რამაც დამატებით 124 სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო 400-მდე აღსაზრდელს მისცა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა"...გამგებელმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ერთობლივად განხორციელებისთვის. ასევე, მადლობა უთხრა მედიის წარმომადგენლებს აქტიურობისა და დათმობილი დროისთვის. ანგარიში აუდიტორიამ დადებითად შეაფასა. შეხვედრას ორგანიზებას გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უწევდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?