გამგებელი საკალმახე მეურნობების მეპატრონეებს შეხვდა
24 მარტს, დავით დუმბაძე მოადგილეებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებულ საკალმახე მეურნეობების მეპატრონეებს შეხვდა. ვინაიდან, აღნიშნულ მეწარმეებს მეურნეობები ძირითადად ნაკადულებსა და მდინარეებზე აქვთ განთავსებული, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის რეგუალციებს სცილდება და ბიზნესი დღემდე დაურეგისტრირებლი რჩებათ. დავით დუმბაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საკალმახე მეურნეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის, ამიტომაც მეპატრონეებს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული გზა შესთავაზა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც აჭარის ა რ მთავრობის, ასევე ადგილობრივი მოხელეები, მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო საკალმახე მეურნეობების აღწერა და საკითხის სიღრმისეული შესწავლა. ქედაში 80-მდე საკალმახეა განთავსებული, რომელთაგან ამ ეტაპისთვის მხოლოდ 27 ფუნქციონირებს.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |