მთავარი სიახლეების არქივი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მუნიციპალიტეტის საკრებულოში ელექტრონული ფორმით წარმოდგენილია პეტიცია -ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზზე (საკ. კოდი №21.03.35.040) გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭების შესახებ (შემოსული დოკუმენტი №39/04, 03.04.2019 წელი).

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 აპრილის ბიუროს №01-07/06 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შესასწავლად გადაეცა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, რომელმაც მიზანშეწონილად ჩათვალა დაკმაყოფილებულიყო აღნიშნული პეტიცია.

,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია გამართავს მოსახლეობასთან კონსულტაციას 2019 წლის 26 ივნისს, დღის 12:00 საათზე, ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბზში.
მისამართი: დაბა ქედა, რუსთაველის ქ N 8.
განკარგულების პროექტი

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?