მთავარი სიახლეების არქივი

ფსიქონევროლოგიური კლინიკა ორ ახალ სერვისს განახორციელებს

შპს რესპუბლიკურ, კლინიკურ, ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში ორი ახალი განყოფილება იწყებს ფუნქციონირებას - ნევროზული რეგისტრის მქონე დაავადებულ პირთა სტაციონარული მომსახურება (ასაკი შეუზღუდავია) და გერიატრიული ასაკის (65 წელი და მეტი) ფსიქიკური პრობლემების (ასაკობრივი ცვლილებების მქონე) მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამები. განყოფილებები მდებარეობს სტაციონარისგან იზოლირებულად და აღჭურვილია თანამედროვე, ადაპტირებული ინვენტარით. პროგრამებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს, რაც გულისხმობს, აღნიშნული სერვისებით აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები ისარგებლებენ სრულიად უფასოდ. ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე იზრუნებს კვალიფიციური გუნდი. გარდა მკურნალობისა, პროგრამა ითვალისწინებს დღეში სამჯერად კვებას, მოვლა-პატრონობას და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას. სამედიცინო დაწესებულებაში სხვა რეგიონებიდან ან აჭარაში დროებით მცხოვრები არარეგისტრირებული ბენეფიციარების მიღება შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურეობა მათთვის ფასიანია. დაინტერეების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 577 41 01 65. გისურვებთ წარმატებებს!

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?