მთავარი სიახლეების არქივი

ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი გაიმართა

ქედაში, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი ,,ექო თოფუზი“ გაიმართა.

ღონისძიებაში ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული სტუდიის ,,ანიმაციის დამამზადებელი საამქროს“ და ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნა თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმები, ასევე გაიმართა ანიმაციური ფილმწარმოების ინტერაქტიული ვორქშოფი.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ,,კულტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაიმართა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?