მთავარი სიახლეების არქივი

ფესტივალი ,,ექო თოფუზი

მე-9 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,ექო თოფუზი", მეორე დღე ჟრიამულით გაიხსნა. ქედის კულტურის ცენტრის ეზოში, კოსტუმირებული ჩვენება - ,,ბარაბან შოუ" მოეწყო, (მუსიკალური ინსტრუმენტები: მარშის დოლი, თეფშების კომპლექტი და ბას დრამი)- რამაც პატარები გაამხიარულა. შოუს შემდეგ, ბავშვებმა გუშინ ნამუშევარი 30 წამიანი ფილმი მაყურებელს ოფიციალურად წარუდგინეს. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოზარდებისთვის შთამბჭდავი იყო ,,ანიმაციის განვითარების ფონდის" სტუდიაში გამოცემული 9 ქართული ანიმაციური ფილმის ჩვენება და სახალისო ვიქტორინა, რომელში გამარჯვებული ბავშვებიც 30 ახალი ქართული ანიმაციური ფილმების კრებულით დაჯილდოვდნენ. ფესტივალი ფონდის ხელმძღვანელებმა და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ დახურეს და პატარებს მადლობა გადაუხადეს მაღალი აქტივობისთვის.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?