მთავარი სიახლეების არქივი

ევროპის მემკვიდრეობის დღე ქედაში

საქართველოში 4 და 6 ოქტომბერს 2019 წლის „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” აღინიშნება. საერთო თემის ,,ხელოვნება და სანახაობა" ფარგლებში, ქედელმა ახალლგაზრდებმა თემატური გამოფენები ქედის კულტურის ცენტრში მოაწყვეს.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

ღონისძიებას ორგანიზებას ქედაში მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური უწევდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?