მთავარი სიახლეების არქივი

ესტონელი ექსპერტები ქედაში მეწარმე ქალბატონებს ხვდებიან

ესტონელი ექსპერტები, ამ წუთებში, ქედის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალებს, გენდერის და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე პირებს ხვდებიან. სამუშაო შეხვედრა ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტის - „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრა ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფიო ბაკურიძემ გახსნა და აუდიტორიას ექსპერტები წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში ხდება მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და რეკომენდაციების მიცემა დაინტერესებული პირებისთვის. ხაზი გაესმება ამ პროცესში კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობას, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და სოფლად მცირე ბიზნესის განვითარების წარმატებულ მაგალითებს. ესტონელი ექსპერტები მსმენელებს მოტივირებული ქალის მიერ საოჯახო ბიზნესად ქცეული მეურნეობის, ბიოწარმოების და სტუმარ-მასპინძლობის პირად წარმატებულ მაგალითებს აცნობენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დღესვე მოინახულებენ აჭარის ღირსშესანიშნაობებს და გაეცნობიან რეგიონის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს. სტუმრები ესტონეთიდან „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“ - (ENUT) - ის წარმომადგენლები არიან.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?