მთავარი სიახლეების არქივი

,,დროის ბანკის" პრეზენტაცია ქედაში

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“-სა და ქედის თვითმმართველობის ორგანიზებით, დღეს სააქტო დარბაზში „დროის ბანკის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
„დროის ბანკი“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმის, მოხალისეობის პოპულარიზაციას ელექტრონული პლატფორმის - www.timerepublik.com -ის მეშვეობით.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფასილიტატორებმა აუდიტორიას გააცნეს „დროის ბანკის“ არსი, მისი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის და საიტის მუშაობის პრინციპი.

Timerepublik-ი ინდივიდების გარდა, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს, უნივერსიტეტებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს გაზარდონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ დროში.

აჭარის რეგიონში, „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას ეწევა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ CSSIGE ფარგლებში.

აჭარის რეგიონში, „დროის ბანკის“ პოპულარიზაციას ეწევა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ CSSIGE ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის KAS ხელმძღვანელობით.

კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი CSI, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი EDEC.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?