მთავარი სიახლეების არქივი

,,ჯარას" პრემიერას ფილმის გმირი ქედიდან -გივი თურმანიძე ესწრებოდა

16 ივნისს, კინოთეატრ „აპოლოში“ დოკუმენტური ფილმის „ჯარა“ -ს პრემიერა გაიმართა, რომელსაც ფილმის გმირები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე, ქედიდან მიწვეული მოხელეები და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ. „EcoFilms“-მა უნიკალური გადაღებები აჭარის მაღალმთიანეთში, მერისის ხეობაში, სოფელ დანდალოში, მაჭახლის ხეობაში, ჩირუხის მთაში და სხვა სოფლებში აწარმოა. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი კი მერისის მცხოვრები გივი თურმანიძეა, რომელიც ველურ ბუნებაში თაფლის მოპოვებას ეწევა. ფილმის მთავარ სიმბოლოს ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები წარმოადგენენ. ჯარა არის ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკა, სადაც ფუტკრის ნაყარია ჩასმული, აჭარაში მას დათვებისგან უსაფრთხო ადგილას, ტყეში, მაღალ ხეზე ჰკიდებენ. ფილმი ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე, იმ ადამიანების ცხოვრებაზეა გადაღებული, რომლებიც ველური გარემოს ნაწილად არიან ქცეულნი. ფილმა დიდი ოვაციები გამოიწვია მაყურებელში. ჩვენების შემდეგ ოჯახს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ თაფლის გამოსახდელი აპარატი და მეფუტკრის სრული ეკიპირება საჩუქრად გადასცა. პროექტის მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის საბაზრო სისტემის განვითარებაზე მუშაობს. ფილმის მთავარი მიზანი სოფლად ტურიზმის, სოფლის განვითარება და მთის მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. ღონისძიებას ორგანიზებას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უწევდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?