დღესასწაულმა პოეტის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლა

,,ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი ბატონ ფრიდონს! საოცრად ამაყი ვარ, რომ იგი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში დაიბადა და გაიზარდა, რომ არამარტო ქედის, როგორც თვითონ ამბობდა - ,,ვეფხისტყაოსნის პატრონი ხალხის შვილია". „- მართალია, მოვხუცდი მაგრამ ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ჩემი ყოფნა ჩემს საქართველოს კიდევ ერთხელ ომახიანად არ შევახსენოო“ - ამბობდა ერთგან პოეტი. ამისი დასტური დღევანდელი დღესასწაულია, რომელიც ბრძენმა ხალხმა სახალხოდ აქცია". ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ,,ფრიდონობა" ტრადიციულად, სოფელ გეგელიძეებში, პოეტის სახლ-მუზეუმში გაგრძელდა. პირადი ნივთები, წიგნები, ფოტო-ისტორიები, პირვანდელი სახით შემორჩენილი მამისეული ოდა - ფრიდონის სამყაროში მოკლე ექსკურსით სტუმრები მუზეუმის დირექტორმა, პოეტის დის შვილმა - ლეილა კეკელიძემ ამოგზაურა. ადგილობრივი პოეტები, სოფლის მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები - ერთად ზეიმობდნენ დღესასწაულს, რომელსაც სხვადასხვა საინტერესო ნომრებით ქედის კულტურის ცენტრისა და ცხმორისის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ჯგუფები ამრავალფეროვნებდნენ. სიტყვით გამოსვლაში სტუმრები ეფერებოდნენ პოეტის შემოქმედებას, დიდ ქართველობას... ფრიდონ ხალვაშის სახელობის სახლ-მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა, რომელიც ზემო აჭარაში ერთადერთია. სწორედ აქ გვირგვინდება სახალხო დღესასწაული, სახელად ,,ფრიდონობა"!
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |