მთავარი სიახლეების არქივი

დღეს ,,ფრიდონობაა"

17 მაისი პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა. ურთიერთობის და სიყვარულის დღესასწაული... ჩვენებური სიტყვის - ქართული პოეზიის დღე! გილოცავთ ,,ფრიდონობას“! ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის ოჯახი, მეგობრები, მწერალთა კავშირის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქედის თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვა წევრები შეიკრიბნენ და ფრიდონ ხალვაშის საფლავი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალს აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად ესწრებოდა. გაიხსენეს დიდი მამულიშვილი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი - ფრიდონი... სასულიერო პირებმა გადაიხადეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, ხოლო პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები პოეტის შემოქმედებიდან. ცერემონიალს მუსიკალურად ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა" აფორმებდა. სახალხო დღესასწაული ,,ფრიდონობა“, რომელსაც 2008 წელს, პოეტის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მეათედ აღინიშნა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?