მთავარი სიახლეების არქივი

დავით დუმბაძე დღეს საქმიან შეხვედრებს მართავს

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე დღეს აუდიენციას სხვადასხვა ორგანიზაციებთან და საზოგადოების წევრებთან მართავს. პირველი შეხვედრა ქედაში განსახორციელებელი ახალი სერვისის - ,,ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა" ფარგლებში შედგა, რომელიც მსოფლიო ბანკი შვეიცარული განვითარების სააგენტოს, ესპანური კომპანია ,,ეპტისას" ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში ,,ეპტისას" მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტმა ვალერი გულბანმა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ინფორმაციები გაცვალეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ასევე გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე ესწრებოდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?