დანდალოს საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგების ემოციური საღამო
დღეს, დანდალოს ახლადგარემონტებულ სკოლაში ექვს ღვაწლმოსილ პედაგოგს სკოლასთან გამოთხევების საღამო მოუწყვეს. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - 1951 წელს დაბადებული ლევან არძენაძე, 1933 წელს დაბადებული ვლადიმერ მგელაძე, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, 1932 წელს დაბადებული ლენა ჯვარშეიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 1924 წელს დაბადებული ციცინო სიხარულიძე, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი, 1936 წელს დაბადებული თამარ ნიჟარაძე და მუსიკის მასწავლებელი, 1936 წელს დაბადებული ვალიკო არძენაძე - საოცრად თბილ და ემოციებით დახუნძლულ შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პედაგოგები აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. გაწეული ღვაწლისა დაშეუფასებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ და რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა. სკოლის კურსდამთავრებულებმა და თანასოფლელებმა მასწავლებლები ფასიანი საჩუქრებით დაასაჩუქრეს. ღონისძიების ორგანიზატორი დანდალოს საჯარო სკოლის დირექცია იყო.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |